kids.ge logo

ჭ - ოტი

ფავორიტებში დამატება

ჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო,
კივის: „რატომ გათენდა?!
მზე თვალებში მაჭყიტებს,
მომაშორეთ აქედან!“

ჭანჭურიდან აჭყივლდნენ
ჭინჭრაქა და ჭილყვავი:
„კარგად ყოფნა თუ გინდა,
ნორმალური იყავი!

საეჭვო ხარ, ჭირიმე,
კუღმართად შექმნილი,
დღისით - თვალდახუჭული,
ღამით - თვალდაჭყეტილი“.

ბუკნაჭომ თქვა: „რას ერჩით,
ჩემს მოდგმას და ნათესავს?!
თაგვებისგან ხომ ვიცავ,
ღამით ნახნავ - ნათესებს!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...ე - შმაკუჭაეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს, ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე, არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე მთაში ოფოფს ეძახ...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026