kids.ge logo

კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთან

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს პანტის ძირას
თამაშობდა გოჭი კოლა,
თან ფიქრობდა : ,,სად არიან
ბელი ვასო, ტასო, ლოლა?!
თხილს ფესვებიც მოვუთხარე,
ორღობეშიც ვითარეშე,
მაგრამ მაინც ვერ ვერთობი,
მოვიწყინე მათ გარეშე“.
მეგობრების მოსაძებნად,
ჭალის ბილიკს გაჰყვა კოლა
და უეცრად შორიახლოს,
ღრუტუნის ხმა გაგონა.
,,ეს რა არის?- გაუკვირდა,
რაღაც ნაცნობ ხმაურს ჰგავდა,
დავიჯერო, რომ სხვა გოჭი,
კიდევ არის აქ ჩემს გარდა?!“
რაგვს ქვემოთ,ხიდის ძირას ,
ჩანს საღორე ძველისძველი,
ეგ გიგიამ აშენა
ფიცრებით და რკინის ძელით.
მაგრამ უკვე რახანია,
მანდ არავის უცხოვრია,
საკოცონე ფიჩხი ყრი
და დღედაღამ არის ღია.
კოლამ ყური მიუგდო და
კვლავ მოესმა ხმა ჭყვიტინის,
წნელის ღობე გასწია და
დარჩა თვალებდაჭყეტილი:
საღორეში მხირულად,
გორაობდა და-ძმა გოჭი,
კუჭი ერქვა გოგო-გოჭს და
მის ტყუპისცალს ერქვა -მაჭი.
ოჰ, ლამაზი იყო კუჭი,
კოჭზე ჰქონდა წყვილი ხალი,
კოლას გულში ჩავარდა,
ვერ მოსწყვიტა დიდხანს თვალი.
მერე პანტა გაწოდა:
,,ჭამეთ, ხილი არის მწიფე!“
ერთმანეთი გაიცნეს და
ცოტა კიდეც გაცინეს.

კუჭი კოლას უღიმოდა,
ყურებდა უცნარად:
,,ჩვენ ოჯახის ღორები ვართ,
თქვენ არა ხართ შინარი?“
კოლამ ტალახი გაუსვა,
ხეშ ჯაგარს უხერხულად:
,,ოჰ, რას ამბობ!- გაფიქრა,
დიდიც ვინმე ბრძანებულხართ!“
,,ვიცი, ვინც ხართ, გამიგია!“-
პასუხა ალამაცერად:
ბუთქუნები, ფითქინები,
ზანტები და ზარმაცები.
შენ ხარ გოჭი შინარი,
მე ვარ გოჭი გარელი,
შენ გაქვს კოჭი- წინა ორი,
წყვილი ხალით მოხატული...
მაგრამ , აბა, ბიჭობაში,
ბა, იქით გაქცევაში
და აქეთ გამოქცევაში,
ტკბილად ჩაღრუტუნებაში,
მწარედ- ჩაჭყვიტინებაში,
დინგით ორმოს ამოთხრაში,
ტლაპობის მოწყობაში,
მერე შიგ გაგორებაში...
ყურის დაპარტყუნებაში,
თვალის დაპაჭუნებაში,
შემეჯიბროს ბარე ორი,
ვინც არ არის - გარელი.
საკვებს თვითონ მოვიპოვებ,
საქმურად არა ვგორავ,
ვიკვებები ტყის ნაყოფით,
არ მივირთმევ გამხმარ კორმას!
ცებ მაჭიმ ტაში დასცხო:
,,ყოჩაღ, ყოჩაღ, ბრავო, კოლა!!
ტყეში ყოფნა მაგარია,
სირცხვილია ასე წოლა!“
კოლამ უფრო მომატა,
(გაუარა რიდმა, შიშმა...)
,,ვინ დაგარქვათ სახელები,
ცით მაინც ეგ რას ნიშნავს?!“
გამოდის ,რომ მაგ თქვენს პატრონს
მხოლოდ სადილად უნდიხართ,
მისთვის მხოლოდ კუჭმაჭი ხართ
და დაგცინით თან უტიფრად!

კუჭს და მაჭის ისე შერცხვათ,
გაწითლდათ ყველა ხალი,
თქვეს: სასწრაფოდ მოვიფიქროთ
სახელები ჩვენ ახალი.
მაჭიმ უთხრა ტყუპისცალ დას:
,, ჩემო კუჭი, გამიგონე,
ჩამოვეხსნათ ამ საღორეს,
გადავევლოთ თავზე გორებს.
თორემ მართლაც გამოგვზრდიან
ქატოთი და ვერმიშელით
და როდესაც ქონს მოვისხამთ,
ვეღარავინ ვერ გვიშველის.
ნუთუ მოგწონს ასე ყოფნა?
(მაჭიმ დასვა ბოლო კითხვა!)
გინდა დაგვკლან და მათ სუფრა
დავუმშვენოთ ბოლოკითო?!
რა სჯობია თავისუფლად
ბუნებაში ყოფნას, ნავარდს,
ჩვენც ვიქნებით ყოჩაღები,
სადაც გვინდა ყველგან წავალთ.
ჩვენც ვიცხოვრებთ ამ ჭალაში,
ტყის ცხოველთა ყადაზე,
თითს ვერავინ დაგვაკარებს
ვჭამოთ რკო და გავიზარდოთ...
ნახე, კოლა რა ბიჭია!
(სწორედ ასეთ რაინდს ვეძებ!)
მედი მაქვს შეგვასწავლის
,,გარეულად“ ყოფნის წესებს...
დათანხმა კუჭი მაჭის
და კარს ეცნენ სიხარულით ,
ტყისკენ ისე მოკურცხლეს, რომ
არ რჩებოდა ნაფეხური...
ი, ასე უნდოდათ და
სე გაგორეს კოჭი,
ცოტა ხანში ჩვენს ჭალაში
თამაშობდა სამი გოჭი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ც - ოცია კლდისგამოცხადდა შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა იწყება, არემარე ჩიტების ჟრიამულით ივსება. ცერზე დგება ციცაბო კლდესთან ცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026