kids.ge logo

ჰ - არპი

ფავორიტებში დამატება

ყველა ჩიტი არ გეგონოთ
ღუნღულა და უწყინარი,
მაგათაც ჰყავთ, პატარებო,
ერთი გველეშაპის დარი.

თუ გამოჩნდა იგი ცაზე,
ღარ არის იქ დრო მოცდის,
ჰარპი ჰქვია და ნამდვილად
ფრინველებში არის მონსტრი.

რომ შეხედავ, შეგაშინებს,
გამჭოლ მზერით, ტანად სრული,
თითქოს ადამიანს ჰქონდეს
ჩიტის ფორმა გადაცმული.

ჰარპი ჰაერს რომ მიპობს,
თითქოს ელვამ გადირა,
ამ დროს ყველა ფრინველს უჯობს,
რომ არ სტვენდეს ჰარი-ჰარად.

მსხვერპლს თუ მოჰკრა ჰარპმა თვალი,
არ აშინებს სულაც მტერი,
გინდ უძახე: „ჰაუ, ჰაუ“
გინდ უძახე: „ ჰერი, ჰერი...“

დაცხრება თავს საკბილოს,
ჰგავს სისწრაფით ჰარპი ვულკანს,
რას მეტრზე ხედავს კენჭებს,
კლანჭები კი ალმასს უგავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026