kids.ge logo

ო - რბი

ფავორიტებში დამატება

მთაზე ორად გაპობილი
მოსჩანს თეთრი ლოდი,
იმ ლოდიდან დაბლობისკენ
მოქრის ორი ორბი.

ყელზე თეთრი საყელო აქვთ,
თავზე ღინღლი - ნაზი,
სხვა ფრინველში ნუ არევთ,
ორბებს არ ჰყავთ მსგავსი.

შორიდანვე შეამჩნიეს,
მათ ორმოში მძორი,
ჩანს , დათვი გადაჩეხილა,
ან, მოუკლავთ ღორი.

ორბები ხომ სანიტრებად
ჰყავს ბუნებას ტყეში,
ხარიათ თუ იყნოსეს,
სადმე სუნი ლეშის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026