kids.ge logo

ხმა იდუმალი

ფავორიტებში დამატება
ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!”
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,
და მით კაშანს ვერღა ვიშორებ!
ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა
შეწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,
მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?
როს ვსცნა მე შენი სადუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ...მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამომიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო; მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე,...როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითაროს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხარ მაისის დღესა, მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა და მათი მ......ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026