kids.ge logo

დედას

ფავორიტებში დამატება

მინდა გაზაფხულს რომ შეგადარო,
ჩემი სიცოცხლე შენით დაწყო,
გაზაფხულზე რომ ამოვა ია,
მინდა მოგართვა, თმები შეგიმკო.
დედა-შვილური გრძნობა სათუთი
გრძნობა ძლირი თან უნაზესი,
რას შევადარო რომ მოვეფერო,
დედა, ტკბილი და უსაყვარლესი.
სიცოცხლის საწყისს, ღმერთი რომ გაძლევს,
შთამომავლობა შენით იზრდება,
და მომავალი თაბები ხომ
დედის კალთაში გამოიზრდება.
დედის დალოცვა, შვილებს დაცავს
დედის ლოცვა ხომ უძლეველია,
დედა რომ ლოცავს, ღმერთი მფარველობს,
დედა შვილების საფარველია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რთველიყურძნის მარცვლებში მზის შუქი მომწყვდეულა, ქარვისფრად შემღვრეულა მტევნები... რა სილამაზეა, ჩხები და აკიდო....დედაო, ნინო!ნინოობის დღეს აღვნიშნავთ ლოცვით, საფლავს მივაშურეთ, მოვიყარეთ კიდეც მუხლი, ნინო კი ხელს შეგვაშველებს! ლოც...მინდა ვხატოღრუბელი რომ დავხატოთ, ბამბასავით ქათქათა, ჯობს არ გავაფერადოთ, შემოვხაზოთ კარგად და... ამოვავლოთ საღებავშ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...თაგუნიათაგუნია ცხოვრობს ხვრელში, როგორ ხედავს ნეტავ ბნელში? საჭმელი რომ მოიპაროს, ღამით დადის ყველგან, ჭერშიც. ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026