kids.ge logo

წიწილებო!

ფავორიტებში დამატება

წიპა! წიპა! წიწილებო,
არ წახვიდეთ შორს;
თქვენს დედიკოს დაჯერეთ,
მორიდეთ ქორს!
ცით, გუშინ, დღისით, ქორმა
ბატს მოსტაცა ჭუკი;
ხოდა, ფრთხილად! მამლაყინწა
კაკანდა თუ კი.
,,ჰაუ, ჰაუს" - შეძახილიც
მოასწავებს ავს...
სწრაფად, სადმე დამალეთ,
ნუ გამოყოფთ თავს!
ყური უგდეთ თქვენს დედიკოს,
მამალსა და ძაღლს;
არ გახვიდეთ ეზოს გარეთ,
არ მოშორდეთ სახლს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...მითხარ, ქარო!- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი? ხეებს ტოტებს რად ულეწავ? მტვერს თვალებში რატომ გვაყრი? დავარცხნილ თმებს რად...ცელქი თამუნასუფრაზე წებო დამესხა, ნეტავი ბებოს რა ვუთხრა? სასწრაფოდ, უნდა მაგიდას გადავაფარო სხვა სუფრა. თორემ თუ ნახ...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...ანდრია და დედამისი- რა ხანია, დარეკა მაღვიძარამ ანდრია! - დედი, ცოტაც მაცალე, ჯერ ხომ ძაან ადრეა! ადე, ჩემო ვაჟკაცო, გულში ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026