kids.ge logo

ბებუკა

ფავორიტებში დამატება

ბებოს წერილი მივწერე
ლამაზ ბებუკას, ჭაღარას.
მიყვარხარ ჩემო ბებუკა
შენ ჩემი მზე ხარ ცხრათვალა.

შენმა ნაქსოვმა წინდებმა
ამ ზამთარს როგორ გამათბო,
ჩურჩხელაც ჩავატკბარუნე,
შენმა ნამცხვარმაც დამატკბო.

ჩემო ძვირფასო ბებუკა,
მიყვარხარ ჩემო ლამაზო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026