kids.ge logo

წელიწადის დროები

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული
მიყვარს წელიწადის ყველა დრო,
თუმცა კაცია გუნება.
ზამთრს ძილისაგან ნელ-ნელა
ფხიზლდება, იღვიძებს ბუნება.
ხეებზე გამოჩნდენ კვირტები,
მზის სხივმა დაადნო თოვლი და
ბუჩქიდან მიღიმის ენძელა
ამბობს-გაზაფხული მოვიდა.
უკვე ჩიტუნების ხმა ისმის.
წითლად შეღება ასი.
ფერად ყვავილებად მოვიდნენ
მარტი, აპრილი და მასი.

ზაფხული
მერე კი დრო დგება გართობის.
გულში ემოცია მოზღვავდა.
ფერადი, ჭრელ-ჭრელი პეპლებით
ლამაზი ზაფხული მობრძანდა.
მობრძანდა მზის მწველი სხივებით,
სითბოთ და სინათლედ დაღვრილი.
ივსო ბავშვების კისკით
ზღვისა თუ მდინარის ნაპირი.
სოფლებში სიცოცხლე აჩქეფდა,
დიდი ჟრიმულის არის დრო.
ბოლოს დაიღვენთა მზის სხივად
ივნისი, ივლისი, აგვისტო.

შემოდგომა
მოვიდა ხლდამშვენებული,
სავსე ხონჩითა და კალათით.
ხარობს შემოდგომის ბარაქით
დაბა, სოფელი თუ ქალაქი.
ოქროსფერს არიგებს გულუხვად,
მოდო ქუჩებს და მოედნებს.
ყვითელი კაბები ჩააცვა
სექტემბერს, ოქრომბერს, ნოემბერს.

ზამთარი
ცივდა, გაფრინდნენ ჩიტები.
გულიც ასაფრენად მზად არი
და თოვლის ფიფქების მარხილით
გვეწვია ქათქათა ზამთარი.
ხეებს შემოაცვდათ სამოსი,
დგას ბებერი მუხა მწუხარი.
გარეთ ქარია და ყინვაა,
სახლში კი გიზგიზებს ბუხარი.
ღებს ბაბუა კალენდარს,
ძველ წლებს გადაავლებს მერე თვალს...
და სულ ფურცელ-ფურცელ დაკეცავს
დეკემბერს, იანვარს, თბერვალს...

გიმრავლოთ ლამაზი დღები,
სამო, ვით ტკბილი ზღაპარი.
ბევრი გაზაფხული-ზაფხული,
ბევრი შემოდგომა ზამთარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აფხაზეთომამის მკლავივით ძლიერო და დედის ნანასავით ერთადერთო. ჩემო უნაპირო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო. სი...ენძელაშემომხედეთ თეთრ კაბაში მოვიწონო მინდა თავი. მე პატარა ენძელა ვარ გაზაფხულის პატარძალი. გაიღვიძეთ ყვავილებ...სპილოერთ დღეს დედამ ზოოპარკში წაიყვანა ჩვნი ილო. გაოცება ვერ დამალა ბიჭმა, როცა ნახა სპილო. ილო ხორთუმს დააკვი...პატარა ბიჭის ნატვრასამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და, დაგაყვითლდა მინდორ - ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი თუ საწნახელი. ღვინობისთვეს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026