kids.ge logo

ოქროსფერი ხარიხები

ფავორიტებში დამატება

ცეცხლს გადის ტკაცანი,
თუხთუხდა თათარა,
ნიგვზის გრძელი მძივები
სულ ოქროსფრად დაფარა.

ხარიხაზე გავკიდეთ,
გვიხარია პატარებს,
მზეს შევცინით, გულით რომ
ჩვენს სიყვარულს ატარებს.

მზე სხივებით ირთვება,
ირგვლივ სითბოს არიგებს,
ფერება ოქროსფრად
მოელვარე ხარიხებს.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026