kids.ge logo

თინა, მურა და ფისო

ფავორიტებში დამატება

ზამთარია. სიხარულით
თოვლში დარბის ცელქი თინა,
მურაც მასთან კოტრილობს,
განა თოვლმა შეშინა?

გორეს გუნდა ერთი,
მას მერე მიმატა,
თინასა და მურას თამაშს
შურით უმზერს ჭრელი კატა.

იზმორება ფანჯარასთან,
თან კრუტუნებს;“უჰ,უჰ ცივა...
ნეტავ ფიფქებს ვინ პატიჟებს,
ზემოდან რომ ცვივა, ცვივა.“

დანახა, თოვლის პაპა
გაკეთა უკვე თინამ,
ფისოსაც იქ ყოფნა უნდა,
არ ეთმობა თბილი ბინა.

მოთამაშე მურიკელას
უთვალთვალებს შურით კატა,
უცებ...მურამ ვერ მოზომა,
თოვლის პაპას დატაკა.

დაყირავდა თოვლის კაცი
და გაბრაზდა ძლიერ თინა,
ფისოს გულის გასახარად
მიაბრძანეს მურა შინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...ფისოს შურისძიებათაგუნიამ გადაწყვიტა წვეულება გაემართა, ვინ და ვინ არ დაპატიჟა მეზობელი კატის გარდა. სტუმრებს რა და რა მია...საახალწლომრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო, ახალი გზნებით, დაგბედებოდეს სულ წინ სავალი ახალი გზები. მრავალ ახალ წელს კ...ციცრებიმე და გივის დედიკომ მოგვიყვანა ციცრები, გასაოცრად ლამაზნი, ჭრელები და მშვიდები. თანაც გამბედავები, არაფერ...ნატვრამეც რომ ვიყო ჟირაფი, დედი, როგორ მინდა, ხილს ადვილად მოვწყვიტავ უკიბოდ იქ, ხიდან. ჩურჩხელებსაც მივწვდები,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026