kids.ge logo

დღეობა აქვს მაჩვს

ფავორიტებში დამატება

დღება აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს
- უსაჩუქროდ არ მოხვიდე!
მესიჯებს თახვს.

- ტორს ტორტი გამოყოლე,
ნუ შეირცხვენ თავს,-
აი,უკვე მერამდენედ
შეახსენა დათვს.

- ბუშტები კარგად გაბერე,
ნუ დაზოგავ თავს.
პიტარდებიც შენზე იყოს-
გადასძახა წავს.

ჯერ ხესაც არ გამოუსხამს,
მაგრამ ითხოვს წაბლს.
- თათს ბლომად გამოყოლე,-
დაბარა ზღარბს.

სოროს დაგვა,წმენდა,რეცხვა
დავალა თაგვს,
ჯამ-ჭურჭელის მოტანა კი
დაკისრა ცხვარს.

ტახმა ტახტი მოტანა
სტუმარს იტევს ათს.
ვისაც სკამზე ვერ დატევს,
მაჩვი დასხამს აქ!

მაგიდა და ჯირკი მოაქვს
ტყის ბოლოდან თხას,
წელი სწყდება,ემძიმება,
მაგრამ სხვა გზა აქვს?!

დოლ-გარმონი,გუდასტვირი
ზურგით მოაქვს ციყვს.
საქმე ყველას ჩეჩქვადა აქვს
დაეხმაროს ვინ?

ბულბული და შაშვიც მოდის,
მოაქვთ ტკბილი ხმა.
- ძალზედ მჩატედ მოსულხართო,-
მაჩვი ჭმუხნის წარბს.

ფუტკარი ცვილს ეზიდება,
მგელი ართავს ძაფს,
ტორტი უსანთლოდ,რომ დახვდეს
რა გაასწრებს მაჩვს?

მოკლედ, ტყეში დიდი დღეა,
დღება აქვს მაჩვს,
ჰოდა, ისიც მხირულობს,
ცეკვავს,ხტის და ჭამს,
სტუმრებს ზედაც არ უყურებს,
მარტო იქცევს თავს.
გეკითხებით ამისთანას
ზრდილობა თუ აქვს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყეში სკოლა გაიხსნატყეში სკოლა გაიხსნა, შროშნის ზარი გაისმა, კურდღელიც და მელაკუდაც, სკოლისაკენ გაიქცა. დათვი მიდის ბაჯბაჯით...მეც გამიშვით სკოლაშითვლაც ვიცი და ანგარიშიც არასდროს არ მეშლება, ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით ხელი არ შემეშლება. დილით ადრე წამოდგ...ბაჯბაჯა ბელიბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნ...ორი დათვიერთხელ ორი დათუნია, დილით ადრე ადგა, მინდორში გაბაჯბაჯება გადაწყვიტეს რახან. სულ დუდუნით გაუყვნენ გზას, ა...მუსიკოსები ტყიდან__ მე დავიჭერ წინწილას, თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ. დოლი ერგოს დათვს, უბუთქუნებს თათს. მგელი ჩონგურს ჩამო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026