kids.ge logo

ენძელები

ფავორიტებში დამატება

თუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი
კვლავ თეთრ საბნად აფარია,
ეგ თამამი ენძელები
თებერვალმა გადარია.
ნაკადულიც ჩასჩურჩულებთ:
- ეგ ზამთარიც დავაბერეთ,
მოდით ჩქარა, ენძელებო,
გაზაფხულიც მოვა მერე.
თეთრი კაბა და ლეჩაქი,
მათ კოპწიად შეისწორეს,
მერე მკვირცხლად, ჟრიმულით,
შესივნენ ღობე-ყორეს.
ზამთარს გული შეწუხდა,
- გაზაფხული დამდგარაო,
თებერვალმაც მოახსენა:
- ხეში წყალი ჩამდგარაო.
მობრძანდება გაზაფხული,
თუმც, ასაკით ნორჩიო,
გზა დავუთმოთ და კარები,
დავახვედროთ მას ღიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლელაკუნა პატარადედიკოსთან ერთად დილით ადრე დგება, გაკვეთილის სასწავლად სიხარულიტ ჯდება. ასო ასო კითხულობს, სიტყვებს ვერ ...ზარმაცირა ჭკვიანი ფრინველია, დედიკონა თუთიყუში, უშეცდომოდ იმეორებს რასაც ჩუმად ეტყვი ყურში. გაკვეთილებს შევასწავ...ჭკვიანი ნანაბაღში ქორფა ბალახს თელავს პაწაწინა ნანა, აქეთ ბებო უჯავრდება, იქიდან კი მამა. -გამო აქეთ, ბალახს ტკივა, შ...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...ზარმაცი ბაჩანაამ დილით ზოოპარკში მე, ბაჩანა, გოგი, წაგვიყვანა მამიკომ ჩვენი შავი "გოლფით". მივესალმეთ ბაჭიებს, კუდბათქუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026