kids.ge logo

ყურძნის მკვახე მტევნები

ფავორიტებში დამატება

დაძახა დედიკომ
თინიკოს და ლევანს,
ნაღვლინად დაჰყურებდა
ყურძნის მკვახე მტევანს.

-დედი, შენს თავს ვფიცავარ-
იცრემლება თინიკო,
-მე არ ვიცი უკითხავად
დღეს ვენახში ვინ იყო.

ჩუმადა დგას ვაჟკაცი,
არ შეშვენის ცრემლები,
მით უფრო, მან დაყარა
ყურძნის მკვახე მტევნები.

კი ახსოვდა, დედიკომ
-ჯერ ხელი არ ახლოთო,
სანამ არ დამწიფდება
ახლოსაც არ გნახოთო.-

დამწიფდაო, ეგონა
სე წითლად ღუდა
და იფიქრა, რომ მაშინ
დედიკონა ტყუდა.

არვინ დამინახოსო,
ჩაყარა უბეში,
გასინჯა და სიბრაზით,
მოისროლა გუბეში.

ცის, დამნაშავე
თავი მიტომ დახარა...
-მაპატიე დედიკო,
მეტს არ ვიზამ, აღარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026