kids.ge logo

გაზაფხულო ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იბო,
ჩემო ნუშის ხებო,
ჩემო ჩიტუნიბო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
ი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...თოჯინამთელ დღეს ასე ატარებ უსაქმურად, ძილშია, გუშინ წიგნი მოგეცი, არც კი გადაგიშლია. დაემსგავსე დათუნას და არა ...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026