kids.ge logo

კარგად მომხვდა...

ფავორიტებში დამატება

დაბანეო კნუტი-
დამიბარა დედამ,
-კარგად გასაპნეო,
გაშავდაო, ხედავ?

სიმართლე რომ გითხრათ
ძლიერ დამეზარა,
რად ისვრება ნეტა
კნუტი წარამარა?

ვიფიქრე და იცით?
გადავწყვიტე მაშინ,
რომ ჩამესვა კნუტი
სარეცხ მანქანაში.

სუნამოც ჩავასხი
სურნელებისათვის,
ჰო და...კარგად მომხვდა
კატის გულისათვის

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...* * *წიწილა გაბმით წივწივებს: „დედიკო, მომეშველეო“, თან ჭიას ნისკარტს არ უშვებს, დამემალება მერეო....დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...შავი და თეთრი კატაბექობზე ერთად ისხდნენ შავი და თეთრი კატა და უყვებოდნენ ერთურთს, რომელს თავს რა გადახდა. შავმა თქვა: მოვია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026