kids.ge logo

სამი თვე-სამი ძმობილი

ფავორიტებში დამატება

სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი,
სამივე ზამთრის სახელით
ერთმანეთს ხმაშეწყობილი.
წელიწადის დროს რომ გვიცვლის,
პირველი დეკემბერია,
ის გვატყობინებს სუყველას,
უკვე რომ ზამთრის ჯერია.
მერე იანვარია,
ხალწლის მახარობელი,
ციმციმა, ღიმილინი,
ზამთრის ამბების მთხრობელი.
ყინვის და ქარის ბატონი
მესამე- თებერვალია,
ზამთარი რომ გაცილოს
ეგ სწორედ მას ავალია.
თოვს. ცა პირს განა შეიკრავს,-
თოვლი ძირს უხვად ჩამოდის.
ღრუბელი დაბლა მოწევს,
რა უნდა, ნეტავ, რა მოსდის?
სამი თვე- წელიწადისგან,
ყოფილა გამოხმობილი,
სამივე ზამთრის თოვლისფერ
სამოსში გამოწყობილი,
სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...დათვის ბუნაგთანუხვი თოვლით დამდგარი ტყეს გაუტკბა ზამთარი, ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა, წუხელ მთელი ღამე თოვდა... ირგვლივ ზამ...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026