kids.ge logo

ციყვუნიას ზამთარი

ფავორიტებში დამატება

„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,
თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს,
რა იქნება ახლა ნეტავ?
ტყეს ზამთრისა ეშინია?
ბა, რატომ გაყურსულა?
არც ნადირი ხმინებს...
ჩიტუნაც არ წკრილებს...
ნაკადულიც გაიტრუნა,
ტყე რომ თოვლით დაბურა.
-შშშშშ!-
ფიფქები შრილებენ,
ტყეში მარტო ესღა ისმის,
თოვლი მოდის ხვავრილად,
ციდან ძირს მოწევს ნისლი...
სიჩუმე რამ დაარღვია?
-კნაწ!-
გაისმა უცებ ტყეში!
ეს ციყვია, ფუღურო რომ
გამართავს ბებერ ხეში.
თბილად მოკალათებული
აკნაწუნებს თხილს და კაკალს,
დათოვლილ ტყეს უმზერს ციყვი,
თოვს და ბარდნის,
ხან ხოშკაკლავს!
ტყეში ყველა ამ ხმებს უსმენს,
ზამთარსაც კი ეღიმება,
ჯადოსნური სურათია! -
მთა-ბარს თოვლი ეფინება!
-შშშშშშშშ!-ფიფქები შრილებენ,
საღამოა მყუდრო, თბილი.
-კნაწ-კნუწ!-ციყვმა აკნატუნა
კაკალი და ბლომად თხილი.
შარიშური, კნაწაკნუწი...
გახალისდა ირგვლივ ყველა,
ახლა ირგვლივ სიმშვიდეა!
კურდღელს აღარ ერჩის მელა...
-ტყეში თეთრი ზამთარია!
დელი-დელა! დელი-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...შოშია გალობსშრიალა შინდის შტოზე შოშია ზის და გალობს, უმღერის მშობელ მხარეს, ტკბილი ჰანგებით სწყალობს. მღერის ცხრათვალ...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ხიდიგავაკეთეთ გუშინ საქმე დიდზე დიდი, ნაკადულზე გავდეთ პატარებმა ხიდი. მტკიცედ ჩავამაგრეთ ხის ბურჯები წყალში,...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026