kids.ge logo

თოვლის მელა

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,
გადაფარა ირგვლივ
მიწა, ხე თუ ჩირგვი.
ნაცარა და ყურგრძელი,
სად ბრძანდება კურდღელი?
„კურდღელმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო“,
გავიხედ-გამოვიხედე,
მელა მოდის სერზედაო,
ფეხაკრეფით მობიჯებს
დაგეშილი ჩემზედაო,
თქვენც ხომ იცით, მუხა რომ დგას
ჩემი ჩირგვის გვერდზედაო?
ზედ ფუღურო დაგინახავთ,
სწორედ მუხის ღერზედაო?
ციყვს შევძახე, ჩემს მეგობარს:
-დატრიალდი ცერზედაო,
ხედავ? მელა მოსუნსულებს,
გამწყრალია ბევრზედაო...
ახლა ალბათ ჯავრი უნდა
რომ იყაროს ჩვენზედაო...
ციყვი-ჩემი მეგობარი
წამოვარდა ზეზედაო:
-შენ ნუ დარდობ, გადავხტები
იმ დათოვლილ ვერხვზედაო,
მელამ არაფერი იცის
ამ ახალ ოინზედაო...
ციყვმა თოვლი ჩამობერტყა
ხიდან მოჰქუხს ველზედაო,
ჩანჩქერივით ჩამოეშვა,
მოგრილებს ზედ-ზედაო,
მელა თოვლში გაეხვია,
ვეღარ გახტა გვერდზედაო,
ვერც წინ მიდის, ვეღარც უკან,
დარჩა ასე ფეხზედაო,
სანამ ეგ თოვლს შებერტყავს,
მე გავირბენ სერზედაო,
-თოვლი ნამქერად ჩამოდის
მელიას სახელზედაო!
ზემოთ ჩემი მეგობარი
მოხტის ხიდან ხეზედაო,
თოვლის მელას უდარდელად
ჩავურბინეთ ეს ესაო,
უკვირს მსუნაგს: ეს რა მიქნეს?
სა რა გამიბედესაო?
მე და ციყვი ვიფხრიწებით
მის ასეთ ნათქვამზედაო,
მალე მთელი ტყე იცინებს
მელიას ამბავზედაო:
-ესეც ჩვენი თოვლის მელა!
არ მოსულა ფერზედაო?!
ჩვენი ძმობილი კურდღელი
არ დაგადგეს ყელზედაო!
ნუ იქნები, მელაკუდავ,
წუწკი შემდეგ ჯერზედაო,
ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებ,
ჯავრს კი ვიყრით შენზედაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026