kids.ge logo

ბაჭიკო და სტაფილოს კექსი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო სამზადისის
დატრიალდა სურნელი,
სტაფილოს კექსს უნაწილებს
კურდღლებს დედა მზრუნველი.
ფუსფუსდნენ ბაჭიბი,
შემოუსხდნენ მაგიდას,
სავსე არის სუფრა ხვავით-
სულო-გულო, რა გინდა.
სტაფილოს კექსს ისე სჭამდნენ,
სუნთქვის დროც კი არ ჰქონდათ,
კომბოსტო და ოხრახუში
ნეტა ვიღას ახსოვდა.
თხუთმეტ წუთში თეფშზე კექსის
ნატამალიც არ იყო,
ერთი კითხვა აწუხებდა
ნაბოლარა ბაჭიკოს:
ვერ გავიგე სტაფილოს კექსს
სე რაზე დახარბდით?
მე მეგონა კექსის გულში
სტაფილოებს ვნახავდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამაცი ლეკვიწვიმდა და ყველა გარბოდა სადღაც, აგერ, ეზოში,ჩვენს კოხტა ბაღში, წვიმის წვეთებში ამოლუმპული წიწილა, ლეკვთან...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026