kids.ge logo

ბაჭიკო და სტაფილოს კექსი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო სამზადისის
დატრიალდა სურნელი,
სტაფილოს კექსს უნაწილებს
კურდღლებს დედა მზრუნველი.
ფუსფუსდნენ ბაჭიბი,
შემოუსხდნენ მაგიდას,
სავსე არის სუფრა ხვავით-
სულო-გულო, რა გინდა.
სტაფილოს კექსს ისე სჭამდნენ,
სუნთქვის დროც კი არ ჰქონდათ,
კომბოსტო და ოხრახუში
ნეტა ვიღას ახსოვდა.
თხუთმეტ წუთში თეფშზე კექსის
ნატამალიც არ იყო,
ერთი კითხვა აწუხებდა
ნაბოლარა ბაჭიკოს:
ვერ გავიგე სტაფილოს კექსს
სე რაზე დახარბდით?
მე მეგონა კექსის გულში
სტაფილოებს ვნახავდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026