kids.ge logo

ნაძვის ხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
სახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნირად გატარეთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...
„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „ნაძვის ხის სიმღერა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026