kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წვიმა მოდის წკაპუნა,
ყვავილთ კაბას უსველებს,
აქეთ-იქით აყენებს
პაწაწინა გუბეებს.
ცა ცრემლებად იღვრება,
მზეს გვიმალავს ღრუბელი,
სიხარულად გვეღვრება
ნამწვიმარის სურნელი.
წვიმა მღერის ხალისობს,
არე-მარე ირთვება,
ლამაზ ცისარტყელებით
გაზაფხული იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სოფელიშენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი, გული შენზედ მემღერება, ცელქი სიო მეფერება, ცხრათვალა მზე მევედრება: დაგახატო ...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...მოდის ზამთარიმოწყენილა არე-მარე, ტირის დედაბუნება, აღარ ისმის შეძახილი, მხიარული სიმღერა. ყველა სახლში შეყუჟულა გარეთ ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...ქარიქარი ცელქობს, დახარხარებს, არე-მარეს ახმიანებს, ბალახ-ბულახს ეფერება, ფოთლებს ცაში აფრიალებს. მოსვენება ა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „წვიმა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026