kids.ge logo

მე ქართველი ვარ

ფავორიტებში დამატება

მე ქართველი ვარ! - გული აძგერდა,
სამყაროს გასცდა ძახილი მისი,
მე ქართველი ვარ და არ მჭირდება,
სიტყვა, მიწა თუ სამშობლო სხვისი!

მე ქართველი ვარ,შორით ბანს მაძლევს
კავკასინის მაღალი მთები,
ამ საცარი მშვენირებით
ყოველდღირად ვთვრები და ვტკბები.

სიყვარულია ჩემი სამშობლოს,
სამოთხის ბაღის დარი მშვენება,
სულ მინდა გულში ჩავიკრა ფრთხილად,
არ მომწყინდება მისი ფერება.

მე მდიდარი ვარ და არ მაკლი
მაყი გული, რწმენა, ღირსება,
ამ ლამაზი ცის,მიწის შემყურეს
სულ მემღერება, სულ მეცინება.

არ დავივიწყოთ ფესვები ჩვენი,
სიდან მოვდივართ,საით მივდივართ,
ვინ იყო ჩვენი სისხლი და ხორცი,
ვისი გორის ვართ, ვისი ჯიშის ვართ.

ჩვენ ქართულ გულში, ქართული სისხლით,
ძგერს ცოტნეს გული, დავითის გული,
გული მებრძოლი და მომავლისთვის
ბევრჯერ დაჭრილი და დადაგული.

ვახმინოთ, ცას მივაწვდინოთ,
ხმა სიყვარულის და განთიდის,
ჩვენი სამშობლოს გამარჯვების ხმა,
რომ კვლავ აღვსდექით, კვლავ გავმთლიანდით.

ნიკოფსიდან დარუბანდამდე,
ვხედავ, ჩემს მამულს,ისევ აყვავდა,
ვხედავ, ქართველთა ჯარი უძლევი,
რომ შეიკრიბა მცხეთას, არაგვთან.

ეს გამარჯვების სიმღერა ისმის,
გაგვიზაფხულდა,ისევ დაგვითბა,
ჩემო მამულო, შენ გამარჯვე,
დიდი ხნის ნატვრა ქართველთ აგვიხდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...მასწავლებელსროცა ჭაღარა მოგეპარება, დაგეღარება სპეტაკი სახე, მაშინ მოგიძღვნი ლურჯთვალა იებს, ლურჯი ფერი ხომ თქვენს სუ...მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...ჩემო საქართველომე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ, ქართული მიწის მადლით გაზრდილი, მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ, მისი დრ...გაზაფხულიია-ია ამოსულა, რა კარგია,რა კარგი, იის კონით მივულოცე, დედიკონას რვა მარტი. ენძელებით მოფენილა, ჩვენი ქვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026