kids.ge logo

ჩემი სოფელი

ფავორიტებში დამატება

შენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი,
გული შენზედ მემღერება,
ცელქი სიო მეფერება,
ცხრათვალა მზე მევედრება:
დაგახატო გულზე თეთრი,
ნაზესი ყვავილები,
უკვდავების წყაროს წყალით,
მოგიქარგო ნაპირები.
სიხარულით ავწითლდები,
ნორჩი კვირტის გამოჩენით,
ლურჯი ცისკენ ავფრინდები
ატმის ყვავილთ აფეთქებით.
გული ცეცხლით ამენთება,
შენზე ფიქრში მაღამდება,
ვარსკვლავებით მოჭედილი,
ცა სიმით განათდება.
ჩემი ბებო ჭადებს აცხობს,
ძროხა ბღავის,ღამე კვდება,
ცივი ზამთრის პირმცინარე
მზე სარკმელთან მომადგება.
ჩემი სოფლის შარა-გზები
თეთრი თოვლით ავერცხლდება,
ძველი ამბის მონატრება
გულს სიმით მოადგება.
კაკლის ხე და მისი ჩრდილი
არ მასვენებს,არ მნებდება,
ჩემი სოფლის სიყვარული
არ ნელდება,არ ნელდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თორნიკელას ანბანია,ბ,გ,დ...ითვლის ანბანს თორნიკელა მოღუშული, როდის უნდა ჩაამთავრონ, ასოების გრძელი მწკრივი?! აღარ უნდა დაა...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...შემოდგომაჩიტუნები ჭიკჭიკებენ, ტყე შრიალებს,გუგუნებს, შემოდგომა ფრთებით მოაქვთ შაშვებს,გვრიტებს,გუგულებს. ტყეს ევლე...საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026