kids.ge logo

დალოცვა

ფავორიტებში დამატება

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
ოქროს სხივებით ნახატო,
ჯადოსნურ ფერად-ფერებით,
დედოფალივით ნაქარგო.
გევსოს უბე შვილებით,
ყოველდღე გედგას დარიო,
გაღვიძებული მენახე,
რასდროს მტრისგან მკვდარიო.
სულ მუდამ ხალისინი
და ანთებული ათასფრად,
ღვთისმშობლის კალთა გფარავდეს,
გული მხნედ გქონდეს მარადჟამს!
სამების მადლი გფარავდეს,
ცამდე აწვდილი დიდებით,
ქვეყნად გაგეთქვას სახელი,
სახელოვანი გმირებით!
შვილთა სიუხვე გქონოდეს,
ხვავით აგევსოს კერია,
ბასრი მახვილით მოგესპოს
შენზედ მოსული მტერია!
ღმერთო ძლირო ისმინე
ამ ჩემი გულის წადილი,
ქართველს არასდროს აღოს
ბრძოლისთვის ბასრი მახვილი.
ცხრა ძმა ბრძოლაში კი არა.
შრომაში დაიღლებოდეს,
მარგალიტებად ყანებში
ყაყაჩო გაიბნედეს.
ბრძოლის სიმღერა კი არა,
შრომის სიმღერა ისმოდეს,
მირონცხებული ხელმწიფე,
მშვიდობისათვის იღწვოდეს.
ხვავით,ბარაქით აგევსოს
ყოველ წელიწადს კალთაო,
ამღერებული მენახე,
ცრემლიანს ნუღარ გნახავო.
ღმერთო,მოხედე ამ მხარეს,
მადლიანსა და მზიანსა,
შენ დაფარე ბედკრული,
ნურასდროს უზამ ზიანსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...ჩემი მეგობარი გაზაფხულიგაზაფხული სიყვარულით, ყვავილებით ირთვება, იკაზმება მზის ნათელით, იღვენთება სიმღერად. იპრანჭება შესახვედრა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დალოცვა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026