kids.ge logo

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?

ფავორიტებში დამატება
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფილისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საკუნო ტრფილებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენირითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორცილების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენირება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაბობისა,
რად გრწამს არ იყოს საკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დაბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენირება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანომადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ...დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. შესვი? გაამოს!...საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026