kids.ge logo

დალოცვა

ფავორიტებში დამატება

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
ოქროს სხივებით ნახატო,
ჯადოსნურ ფერად-ფერებით,
დედოფალივით ნაქარგო.
გევსოს უბე შვილებით,
ყოველდღე გედგას დარიო,
გაღვიძებული მენახე,
რასდროს მტრისგან მკვდარიო.
სულ მუდამ ხალისინი
და ანთებული ათასფრად,
ღვთისმშობლის კალთა გფარავდეს,
გული მხნედ გქონდეს მარადჟამს!
სამების მადლი გფარავდეს,
ცამდე აწვდილი დიდებით,
ქვეყნად გაგეთქვას სახელი,
სახელოვანი გმირებით!
შვილთა სიუხვე გქონოდეს,
ხვავით აგევსოს კერია,
ბასრი მახვილით მოგესპოს
შენზედ მოსული მტერია!
ღმერთო ძლირო ისმინე
ამ ჩემი გულის წადილი,
ქართველს არასდროს აღოს
ბრძოლისთვის ბასრი მახვილი.
ცხრა ძმა ბრძოლაში კი არა.
შრომაში დაიღლებოდეს,
მარგალიტებად ყანებში
ყაყაჩო გაიბნედეს.
ბრძოლის სიმღერა კი არა,
შრომის სიმღერა ისმოდეს,
მირონცხებული ხელმწიფე,
მშვიდობისათვის იღწვოდეს.
ხვავით,ბარაქით აგევსოს
ყოველ წელიწადს კალთაო,
ამღერებული მენახე,
ცრემლიანს ნუღარ გნახავო.
ღმერთო,მოხედე ამ მხარეს,
მადლიანსა და მზიანსა,
შენ დაფარე ბედკრული,
ნურასდროს უზამ ზიანსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დალოცვა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026