kids.ge logo

მე ქართველი ვარ

ფავორიტებში დამატება

მე ქართველი ვარ! - გული აძგერდა,
სამყაროს გასცდა ძახილი მისი,
მე ქართველი ვარ და არ მჭირდება,
სიტყვა, მიწა თუ სამშობლო სხვისი!

მე ქართველი ვარ,შორით ბანს მაძლევს
კავკასინის მაღალი მთები,
ამ საცარი მშვენირებით
ყოველდღირად ვთვრები და ვტკბები.

სიყვარულია ჩემი სამშობლოს,
სამოთხის ბაღის დარი მშვენება,
სულ მინდა გულში ჩავიკრა ფრთხილად,
არ მომწყინდება მისი ფერება.

მე მდიდარი ვარ და არ მაკლი
მაყი გული, რწმენა, ღირსება,
ამ ლამაზი ცის,მიწის შემყურეს
სულ მემღერება, სულ მეცინება.

არ დავივიწყოთ ფესვები ჩვენი,
სიდან მოვდივართ,საით მივდივართ,
ვინ იყო ჩვენი სისხლი და ხორცი,
ვისი გორის ვართ, ვისი ჯიშის ვართ.

ჩვენ ქართულ გულში, ქართული სისხლით,
ძგერს ცოტნეს გული, დავითის გული,
გული მებრძოლი და მომავლისთვის
ბევრჯერ დაჭრილი და დადაგული.

ვახმინოთ, ცას მივაწვდინოთ,
ხმა სიყვარულის და განთიდის,
ჩვენი სამშობლოს გამარჯვების ხმა,
რომ კვლავ აღვსდექით, კვლავ გავმთლიანდით.

ნიკოფსიდან დარუბანდამდე,
ვხედავ, ჩემს მამულს,ისევ აყვავდა,
ვხედავ, ქართველთა ჯარი უძლევი,
რომ შეიკრიბა მცხეთას, არაგვთან.

ეს გამარჯვების სიმღერა ისმის,
გაგვიზაფხულდა,ისევ დაგვითბა,
ჩემო მამულო, შენ გამარჯვე,
დიდი ხნის ნატვრა ქართველთ აგვიხდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026