kids.ge logo

ჩემის კაცობის გვირგვინო

ფავორიტებში დამატება
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან შობილი ოცნება
გულს შანთად გავიყარეო.
არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.
ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,
ბევრი დღე ვნახე მწარეო.
არ დამალვის, როგორც მზე,
რაც მე ცრემლები ვღვარეო.
ის მოგონე, მაინცა,
ბეჩავო არე-მარეო!
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
ვიცი, სამშობლოს მთვარეო;
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალე-მალეო.
კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,
რო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.
მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.
ოცნებავ, დაგიბარეო:
შენ მნახე, შენა, მარტო შენ,
გულს მიწა მომაყარეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026