kids.ge logo

სალაღობო

ფავორიტებში დამატება
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნელი გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”

დაკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გასარჯოს და ბრძოლაში დახარჯოს!
გამარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლირებას გამარჯოს!

დაკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლებიარ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაკარით! და იმღერეთ შადინი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაკარით ძველებური დარდინი,
დაკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაკარით! მოასწარით,თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაკარით ძველებური მოსალხენი
შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაკარით ძველებური ლოთინი,
საათნოვა რომ მღეროდა შათანთან,
დაკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაშანთა?!

დაკარით ძველებური ლოთინი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთინი,
წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება!

“ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნელი გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...
„მარიკოს ჭიამაია“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „სალაღობო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026