kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერგი ვარ, ვწევარ მიწაზე
და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები.
თუ დამრგეს, თუ გავიზარდე
და თუ გავშალე ტოტები,

ხელს ვერაფერი შემიშლის,
ფოთლებს ჩავიცვამ სამოსად,
ვინმე დაჯდება ჩემს ჩრდილში,
დაისვენებს და დამლოცავს.

მერე კი შვებას არ მომცემს
ანვრის გულისნადები,
ყინვა მომახევს სამოსელს,
მოთოვს და ავკანკალდები.

მერე ფიქრს დარდი დამიწვავს,
ეს ცაც შეკრთება, ეს მთებიც,
რადგან მომჭრიან და მიწას
კივილით დავეხეთქები.

საქმეს იზამენ სარფიანს,
ჩემით ნახავენ სარგებელს,
მერე ან ფიცრად გამთლიან,
ან ცეცხლში შემიძახებენ.

ერთხანს კი, ვიდრე ვიცოცხლებ,
მეც ბედნირი ვიქნები,
თუ ჩემს ტოტებში ბუდეებს
გაკეთებენ ჩიტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...ბუკნაჭოუბუმბულო და უკლანჭო, ტირის და ტირის ბუკნაჭო. თუმც დროდადრო ისვენებს და იწყებს ტირილს თავიდან. მთლად გაებე...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026