kids.ge logo

ლელას და ნიშა ხარის გაბაასება

ფავორიტებში დამატება
- როგორ ხარ, ხარო ნიშაო?
- ისე რა, არა მიშავო...
- შენ როგორა ხარ, ლელაო?
- რა ვი... ვარ ნელა-ნელაო,
დიდედამ მამინელაო:
არ მატეხო ფეხიო,
ჩამოხსენ საქანელაო,
გოგოვ, რად დაგახველაო,
მანდ გრილა, აქა ცხელაო,
ეგ თხა ვინ გამოწველაო,
ეგ ხე ვინ გადაბელაო...
- არ დადარდო, ლელაო,
ეგრე არა ვართ ყველაო?!
- კარგად იყავი, ნიშაო,
ღმერთმა მზე არ გაგიშავოს,
მაგ გზებზე ფრთხილად ირე,
ეგ ქედი არ დაშავო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...მამუკაგადაიგრიხა მამუკამ სიმინდის ფოჩის ულვაში, თოფისწამალი ჩაყარა თავის ხელთოფას ლულაში, ჯოხის მერანზე გადაჯდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026