kids.ge logo

მერცხლების საუბარი

ფავორიტებში დამატება

- ნეტავ ჩვენს სამშობლოში
დარია თუ ავდარი?
- ბუდეს ხომ არ მოშლიდა
წვიმა, თოვლი ან ქარი?

- არა, დარდი არ გვინდა,
მალე გაზაფხულდება,
დავბრუნდებით, როგორც კი,
ზამთარი დასრულდება.

- ფრენას სულ სხვა გემო აქვს
ჩვენს საყვარელ მდელოში,
მალე გადავფრინდებით
ჩვენთან, საქართველოში!

***

ეს დღეც ყველა მერცხალმა
ამ ფიქრში გაატარა:
- მალე გაზაფხულდება,
დავბრუნდებით, აბა რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...შეჯიბრება ჭამაშიმე და გაბი შეგვაჯიბრეს წიწიბურას ჭამაში, თუმცა სულ არ მოგვეწონა ეს ახალი თამაში წიწიბურა რომ არ მიყვარს დ...კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026