kids.ge logo

ილიას საღამო

ფავორიტებში დამატება
ფშავის ხევიდან ვესტუმრე
დღეს იმერეთის მხარესა.
ამ ტურფა არემარეში
ფიქრებს განვიცდი მწარესა.

დღესასწალობთ კარგ დრესა,
დარამებულსა შავადა,
ბოლოს-რა ვიხრით მის წინ ქედს,
ვინც ჩევენ მოვკალით ძალადა.
ბოლოს-ღა ვტირით და ვნანობთ,
რად მოვეპყარით ავადა,
დიდს მომაგეს მამასა,
ჩვენს საწყლობაზე მტირალსა:
"გაფხიზლდით", "გაიღვიძეთო",
დაცხრომელად მყვირალსა,
ქართველ მუშაკთა წინამძღვარს
მოაზრეს გასაკვირალსა.
გზა შევუკარით, თოფები
ვესროლეთ, როგორც ფირალსა.

მას, ვონც ურჩევდა თავადსა,
ძმობა ჰქონოდა გლეხთანა,
სწამდა, რომ ამით ძალასა
შემატებდა ქვეყანა,
და უფრო საშიშრად ჰქმნიდა
ერთად ორივეს მტერტანა.

ვინაც თავისი სამშობლო
თვით ღმერთზე მეტად იწამა
და დიდად პატარა ერი
გულმა ითვისა მისამა, უდროოდ უნდა შეჭამოს
ხერმა დედამიწამა?!

ახ, რა ცუდია, რა ცუდი
გზა-არეულად მსჯელობა,
ცეცხლ-მოდებულის ერისა
თავისვე თავის მტერობა!
დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია,
ნეტავ, ასეთი ხელობა?

შავმა დრომ შავი ნაყოფი
ცამოგვაბერტყა თავზედა:
ცრემლი, ცეცხლი და მუქარა
დარაკად გვიდგა კარზედა.
ნუთუ არ არის ეხლა დრო,
ვმღერდეთ შეწყობილ ხმაზედა?

გაფრინდი, ჩემო ოცნებავ,
გასჭერ სამარის დირენი,
იქ ნახავ მამულიშვილთა, -
რიან არა-მცირენი, -
და დაამშვიდე ამ ამბით
ის ჩემი ამატირენი.

ჩვენს ილისაც იქ ნახავ,
თხოვ, ანუგეშო სიტყვითა:
მტკიცდება ქართველთ კავშირი
ძმობა-ერთობის ფიცითა,
მტერსა და მოკეთეს ვარცევთ,
კარგი და ავი ვიცითა,
მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად,
ვატარებსთ გულის ფიცრითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026