kids.ge logo

მერცხლების საუბარი

ფავორიტებში დამატება

- ნეტავ ჩვენს სამშობლოში
დარია თუ ავდარი?
- ბუდეს ხომ არ მოშლიდა
წვიმა, თოვლი ან ქარი?

- არა, დარდი არ გვინდა,
მალე გაზაფხულდება,
დავბრუნდებით, როგორც კი,
ზამთარი დასრულდება.

- ფრენას სულ სხვა გემო აქვს
ჩვენს საყვარელ მდელოში,
მალე გადავფრინდებით
ჩვენთან, საქართველოში!

***

ეს დღეც ყველა მერცხალმა
ამ ფიქრში გაატარა:
- მალე გაზაფხულდება,
დავბრუნდებით, აბა რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...კარგად უნდა ვისწავლოდილით ადრე გაღვიძება არ ყოფილა ადვილი, მაგრამ სკოლაში მელიან მეგობრები ნამდვილი. თოჯინებთან განშორება დრო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026