kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება


ეს ვინ არის? - ასო ა
ბა, გესმით მისი ხმა?

პერაში მივიდა,
დაღია პირი და

ახლა მღერის არიებს,
უკვე დასშიც გარიეს.

ბოლოს ამბობს ანდაზებს,
ხმას აწვრილებს, ანაზებს.


“- ერთი მეც შემომხედეთ!”
სცენაზეა ასო ე,

“- რომ იცეკვოს, როგორც მე,
შეუძლია სხვა ვინმეს?”

ჯიბრება სხვა ხმოვნებს,
სალმება თანხმოვნებს.

ცეკვავს ფეხის წვერებზე,
დატრიალდა ცერებზე.


გამოვიდა ასო ი,
მოიყვანა ორკესტრი.

ხელებს იქნევს ამაყად,
დირიჟორობს ამაღამ.



ბოლოს წინ აქვს ნომერი,
არტისტია მშრომელი.

ეს არის საოცრება,
ახდა მისი ოცნება:

დღეს სპექტაკლში მთავარ როლს
ვინ ასრულებს? - ასო ო!


ნერვილობს, მაგრამ დუმს,
უხმოდ იცდის ასო უ.

პირველობა განა სურს,
რა საქმე აქვს მასთან შურს?

მალე ღელვაც გაუქრა,
როალზე დაუკრა.

უ-მ კონცერტი დახურა,
ტაში დაიმსახურა.

ა ე ი ო უ

მთელ დარბაზში ტაში ქუხს,
ხარობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...ახალი წელიახალი წლის წინა ღამე მომაგონებს ლამაზ ზღაპარს, ოჰ, რამდენი საჩუქრები დავაბარე თოვლის პაპას! ალბათ, ახლა ე...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026