kids.ge logo

ელენიკოს საბანი

ფავორიტებში დამატება

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს,
ლენიკო ადგას თავზე,
ფენს სიტყვის ფიანდაზებს.

შეკონჭავთ სანაჭრეთი,
ვერ გაძღება კაცი ჭვრეტით:
აბრეშუმი, ჩითი, ბამბა
ნემსის წვერმა ამოლამბა.

კრეპდეშინი, ნარმა, სელი -
ბებო ხელებს არ ასვენებს,
აგვირისტებს დიბა-ატლასს,
შეშურდება თვით ჭრელ კატას.

ცალი ფეხით ხტის მახათი,
ლეს ხათრით, ბებოს ხათრით,
ხტის და ცქვიტად, მარჯვედ აგებს
ორმაგ ძაფის ლიანდაგებს.

კრავს სალტეს და უჭერს ღვედებს -
თხკუთხედებს, სამკუთხედებს.
რომბებს ისეთ გრძნობებს აქსოვს,
რის პიკასო, რა პიკასო.

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს.
დახურავს ელენიკოს,
გაუმრავლებს გულის სიტკბოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...მათე და თხათხა-პეტელა, თხა-ბენტერა მათეს ეზოს დაემტერა. წაიგრძელა ყრონტი, არ დატოვა ყლორტი. რაც კი ჩანდა მწვანედ, ჭა...* * *დაიმალეთ, თვალებს ვხუჭავ, არ დაკარგოთ წამიც ფუჭად. ერთი, ორი, სამი...ვითვლი, მიჩუქნია თქვენთვის რითმი. თუ...სპლიყვს ამოჭრა ეშვებმამოუსვენრობს სპლიყვი, ცმუკავს, როგორც ციყვი. ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან _სპლიყვს ნუნები ექავება. დარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026