kids.ge logo

საფრთხობელა

ფავორიტებში დამატება

საფრთხობელას მეძახიან,
ფართა-ფურთს და ფართხოს,
მაგრამ ჩემი ვიღას სჯერა _
ვეღარავის ვაფრთხობ.

ვერ ვაშინებ ყვანჩალებს და
ქურდბაცაცა ყვავებს,
დღისით-მზისით მერამდენედ
მიძარცვავენ ყანებს.

დასიცხული უსაქმურად
ვართავ აბლაბუდებს,
ჩემს დახეულ ქუდში ჩიტმა
შენა ბუდე.

ჩემი აღარ ეშინიათ
ბაჭიებს და ზღარბებს,
ვითომ ვიდგე, რომ ამ ცელქებს
ვუამბობდე ზღაპრებს.

საფრთხობელა მქვია, თორემ
რაღა მე, რა ძნები,
მხოლოდ ვწუხვარ, რომ მაცვი
ტანსაცმელი ძველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყოჩაღი სპიკიმიფრთხილდება დედიკო, მუდამ ჩანთით დავყავარ, ეშინია, რამე არ დამიშავოს აფთარმა. ვეფხვმა არ მიღრიალოს, ან ლ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...ტრაბახა ქვაბიტრაბახობდა ქვაბი თუჯის: -ვის აქვს ჩემნაირი რუჯი? მურითა ვარ გათხუპნილი, ტანს ვიხატავ ცეცხლის ფუნჯით. ეცინ...* * *ხის ხიდი ხის ხიმინჯებზე ხუხულასავით ხანხალებს, ხურო ხარიხებს ხერხავს და ხევი ხარივით ხარხარებს....ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026