kids.ge logo

რამ გაგზარდა?

ფავორიტებში დამატება
ვებერთელა საზამთრო
მოგორეს ბაზრიდან.
ბებომ სცადა - ვერ ასწია,
პაპამ ძლივს-ძლივს აზიდა.
უკვირს ყველას - ამ გოლიათს
ნეტავი რა გაზრდიდა?
დედამა თქვა: - კარგი მიწა!
ბებომა თქვა: - წყალიო!
დედამ თქვა: - მზე კაშკაშა!
დამ: - ამინდი წყნარიო!
აქ საზამთროს გაცინა
მთელი გულით, არ გჯერათ?
თქვა: - გამზარდა ტკბილმა კაცმა,
დალოცოს მარჯვენა!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026