kids.ge logo

პოპკორნი

ფავორიტებში დამატება

ამბავი ორ ნაწილად

მონაწილებენ: მთხრობელი;
ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი
- ანდრის ბაბუა; ბაზრის გამყიდველები;
პატარა გოგონა.

I ნაწილი

სისხამი დილაა. სოფელი იღვიძებს. სახლიდან ფუსფუსი ისმის. ბაბუა ბაზარში წასასვლელად ემზადება და მანქანას ქოქავს. ეზოში თვალების ფშვნეტით გამოდის პატარა ანდრი.

თხრობელი:
ნეტავ, ამ დილაადრე,
რისთვის ამდგარა ანდრი?
ალბათ, რაღაცის გამო,
ალბათ, რაღაცის ხათრით.

ანდრი ბაბუას აბარებს:
ანდრი:
- ბაბუ, მიყიდე პოპკორნი,
ხრატუნა, როგორც ბებიის
დამცხვარი მჭადის კოკორი!

თხრობელი:
ნანატრ ქალაქელ სტუმარს,
განა ვინ ეტყვის უარს?
ბაბუაც აღარ დაზარდა,
ახლა იკითხოს ბაზარმა!
II ნაწილი
რანული ცენტრის აგრარული ბაზარი. ისმის ხალხის ხმამაღალი ლაპარაკი. ბაბუა დადის აქეთ-იქით დახლებს შუა და კითხულობს პოპკორნს.

თხრობელი:
გამყიდველები:

შემორა ბაზარი,
დახლები ოკრობოკრო,
მაგრამ ამხელა ბაზარში,
ვერსად მიაგნო პოპკორნს.

გამყიდველები დაბენ:

-ნეტავ, რა არის პოპკორნი,
არც კომბოსტო, არც ბროკოლი?
-ბაბუას უნდა პოპკორნი!

-რა უნდა იყოს პოპკორნი,
მცენარეა თუ სოკო?

თხრობელი:
და ეძებს მთელი ბაზარი
ანდრის საყვარელ პოპკორნს.
ამ უცნაურმა პოპკორნმა
ჭორები მიჰკონ-მოჰკონა.

ბოლოს ბაზარი ამხელა
და ანდრის ბაბუ ფიცხი,
ერთმა პატარა გოგონამ
გადაარჩინა სირცხვილს:

პატარა გოგონა:
_ პოპკორნი ბატიბუტია,
ხრატუნა ბატიბუტი!

თხრობელი:
თქვა და ჩაცხრო იმწამსვე
ხალხის დავა და ბუნტი.
იხსენებს ახლა ბაზარი
ცნობილ ბატიბუტ-პოპკორნს,
ხრატუნას, როგორც ბებიის
გამომცხვარ მჭადის კოკორს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბზიკებისახლს აგებენ ბზიკები, არ გეგონოთ ბრიყვები, მარჯვედ ზელენ თიხას, სახლი გაძლებს დიდხანს. აწებებენ ტალახს, ნ...ეზოს ანსამბლიჰამ! ჰამ! ბეე! ღრუტუ! კრიახ! _ აქ ყველას ხმას გაიგონებთ, ჩვენი ეზოს ანსამბლია, დირიჟორი არ ჰყავს თორემ....სანდროს ლექსიცხარე ცრემლით ტირის სანდრო: -არ ყოფილა თოვლი სანდო! წელს პირველად ვნახე, თორემ მოვტყუვდები განა სხვა დროს...იხვების პიკნიკიმწყობრად, რიგის მიხედვით სად გარბიან იხვები? -სად და, დახეთ, ისევ გაყინული ტბისკენ. დაიწყებენ სრიალს, ფეხ...ღორმუცელა დადაპაწაწინა მატლი დადა ალუბალში დაიბადა, მარტოობით როდი იწყენს, წევს და წრუპავს ალუბლის წვენს. ღორმუცელა ჩვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026