kids.ge logo

მატყუარა ხოჭო

ფავორიტებში დამატება

ხოჭომ ფრთები მოხატა
და დატოვა ყველა სახტად,
თქვა: _ მამშვენებს კოპლები,
ნუ შეჰკარით კოპები.
წი ხოჭო კი არა,
მე ვარ ჭიმაა,
და დღედან ამინდი
გითხრათ, ჩემი ვალია!
მაგრამ უცებ ციდან
წამოვიდა წვიმა,
დაუსველა ხოჭოს
მოხატული ფრთები,
გაცალა სულ მთლად
საღებავის ფერი.
ხოჭოს მატყუარას,
სხვისი ფერის მპარავს,
რაღა უნდა ექნა,
მტვერს დაწყო ქექვა.
და თქვა: _ ისევ მიჯობს,
შევეფარო ღრიჭოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყანჩაყანჩამ გრძელი კანჭები წაჰყო გორგოლაჭებში. მოეწონა სრიალი და შემოჰკრა ტაში, თქვა:- ამ გორგოლაჭებით ვისრიალ...ეზოს ძაღლი ამუნაეზოს ძაღლი ამუნა ასე რატომ გაავდა? უღრენს ყველას, ღრი, ღრი, ღრი, უყეფს ყველას, ავ, ავ, ავ! დაუყრია ლეკვებ...ღამურაყველასაგან მალულად სხვენში ცხოვრობს ღამურა, ჭერზე თავდაყირა ჰკიდია და სძინავს. თუმც, დროდადრო,როცა ღიმილი...ელენიკოს საბანინაჭრის საბანს კერავს ბებო, ნაჭრის საბანს, სანაქებოს, ელენიკო ადგას თავზე, აფენს სიტყვის ფიანდაზებს. შეუკო...სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026