kids.ge logo

ირაკლი, მომგები ასი ომის

ფავორიტებში დამატება
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,
მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა,
დეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლი
და იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,
ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -
შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდა
და გაცებას იყო მსოფლი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

მრისხანე სტვენა იმა ხმალისა
მტერს და მუხანათს შიშის ზარს ჰგვრიდა
და ქება ქუხდა ირაკლის ხმალის
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

გამარჯვებული ბრუნდება ჯარი,
მზე ელვარებად იფრქვევა ციდან,
შენი, სამშობლოვ, შენი, ირაკლი,
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშვიდზე მშვიდიმშვიდზე მშვიდი ცხრაას შვიდი, უეცარი ომის ზარი. იყო მწარე ჩვენი შარის შეშფოთება უზეცარი. სევდიანად შეწყდა ...მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...უცებ შემკრთალი ღამეცა ვარსკვლავების ქვიშით ველებს ეცემა ნამი... გაყინულია შიშით უცებ შემკრთალი ღამე. უცებ შემკრთალი ღამე უახ...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026