kids.ge logo

ღორმუცელა დადა

ფავორიტებში დამატება

პაწაწინა მატლი დადა
ლუბალში დაბადა,
მარტობით როდი იწყენს,
წევს და წრუპავს ალუბლის წვენს.
ღორმუცელა ჩვენი დადა
არ უჩივის, მართლაც, მადას
რაფერი აღარ ახსოვს
ძილის, ჭამის და სმის გარდა.
არ უხილავს ცა და მიწა,
არ უნახავს არც ზღვა, არც მზე,
რაფერი არ აფიქრებს,
არ ადარდებს ქვეყანაზე.
პაწაწინა მატლი დადა
ლუბალში დაბადა,
და ალისფრად მოთხუპნული,
მუდამ, დარში თუ ავდარში,
ჭყუმპალაობს ალუბალში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026