kids.ge logo

დავით გურამიშვილის ხსოვნას

ფავორიტებში დამატება
შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!
შენს აჩრდილს ვეამბორები,
ლექსიც რამ დამიჩხაპაო.
ნეტავ, რას მემუდარები,
მე რა გიამბო აბაო,
ნამდვილო მამულიშვილო,
სამშობლოს ეკლის მკაფაო?!
პოტად ვიხსენიბი,
თუმცა ხარი ვარ ლაბაო;
ჩემისთანები ბაგებზე
სი, ათასი აბაო.
ტანფეხშიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო;
შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო,
ამგვარი საჭმლის კეთებას
დიდი სდომნია ჯაფაო;
გავუღე სული და გული,
როდის ხანია ვყლაპაო,
გათავები გამოდგა,
არც დამკარგვია მადაო.
ვიცი, არ გამიჯავრდები
და არცა მკითხავ: რადაო?
მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,
თანაც ლექსებსა ვჩმახაო.
ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,
რა დაგიმალო, - მნახაო!
იქნება მადლობელიც ხარ,
იქნება არა მძრახაო?!
მიშველეთ შენ და შოთამა,
მგოსნობა გამიძრახაო,
გული დადნა და დანავლდა,
მიხმება, მშრება ხახაო.
დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,
ვით ერთი ვინმე გლახაო;
მიშველეთ, მომავლებინეთ,
ლელო რაც დამისახაო.
მაშინ თქვენს ნათელს სახეებს
მეც პირნათლადა ვნახაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...უნუგეშო ყოფნაიას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026