kids.ge logo

ჰულა ჰუპი

ფავორიტებში დამატება

ერთი, ორი, სკუპი, სკუპი,
დატრიალდა ჰულა ჰუპი.
დადევნა მსუქან ზებრას,
უყვარს მისი გაბრაზება.
მოეხვია რქებზე ირემს,
აღმა-დაღმა არბენინებს,
ხოლო დაღლილ, ბებერ აქლემს,
აქეთ-იქით თავს რომ აქნევს,
დასტრილებს, როგორც ბუზი,
მობზრილე ჰულა ჰუპი.
გაცებით უმზერს ლამა,
ცელქ ჰულა ჰუპს, კოტრილას.
ეშმაკუნა ჰულა ჰუპმა
სად ირბინა, სად ისკუპა
და ბოლოს ზღარბს, როგორც ხუფი,
ჩამოემხო ჰულა ჰუპი.
იტრილა, არ გაჩერდა
და ეკლებში გაჭედა.
დარდობს ზღარბი, ზღარბუნია,
მოსდის ცრემლი ღაპა-ღუპით:
-მეც მინდოდა, რომ სხვებივით
მეთამაშა ჰულა ჰუპი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღორმუცელა დადაპაწაწინა მატლი დადა ალუბალში დაიბადა, მარტოობით როდი იწყენს, წევს და წრუპავს ალუბლის წვენს. ღორმუცელა ჩვე...სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...გოგლი-მოგლიარც აცხელა, არც აცია, ჯამში ჩახტა კვერცხის ცილა, თქვა ვანილმა: მეც იქ მინდა! თქვა შაქარმა: მეც იქ მინდა! ...კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელაარ იციან, რომელი აირჩიონ ბიჭებმა, ციცქნა კუკრუჭანა თუ გრძელი გოგრიმიჭელა. ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ პაწაწი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026