kids.ge logo

დაბდურა

ფავორიტებში დამატება

არ ადარდებს შეკვრა ღილის,
დადის პერანგ გაღეღილი.
არ შეიკრა გრძელი თასმა
და კედებმა მწარედ დასცა.
მიტომაც დასდევს დედა,
კედის ნაცვლად აცმევს ბოტებს
და წინდებში ატანს მჭიდროდ
მოჩაჩულ შარვლის ტოტებს.

მაგრამ ცელქს და დადევარს
ვერ წაჰყვება ყველგან დედა.
პირს რომ აღებს საღრილოდ,
ჯობს, თავად აღიროს,
რომ იქნება უკეთესი,
თუ ისწავლის მალე წესრიგს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *პაკი-პუკი, პაკი-პუკი, მწკრივში გათვლას იწყებს ნუკი, ერთი, ორი, სამი...სკუპი, არ გეწყინოს, დარჩი თუკი!...დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...პოპკორნიამბავი ორ ნაწილად მონაწილეობენ: მთხრობელი; ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი - ანდრის ბაბუა...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...ნაყინირძე, ნაღები, შაქარი_ ყველაფერი აქ არი. ავრიოთ და დავრიოთ, მაგრამ ჯერ არ დავლიოთ. დავაცალოთ გაყინვა, გაგვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026