kids.ge logo

მიყიდე

ფავორიტებში დამატება
სე ვერ გამოვსულვარ
მე შიგნიდან გარეთა,
რომ არ ამეკვიტო
გულსაკლავად, მწარედა.

სე ვერ გამივლი
მაღაზიის წინარე,
რომ არ შემომწუწუნო
ცრემლებჩამომდინარე,

არ გაშინებს ნივთების
სიმძიმე და სიდიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“

შუშაბანდს რომ დაჰყურებ,
მორთულს ნაირფერებად,
ყველა ნივთის შენს ასაკს
განა შეფერება?

რაც გეკუთვნის, მე ვიცი,
კიდეც შემიძენია,
ეს ხრილა, ეს ბურთი,
ეს თოჯინაც შენია.

შენ კი რასაც შეხედავ,
სადაც უნდა მიხვიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“

კმარა, ჩემო შვილიკო,
კმარა, თორემ, იცოდე,
ნამდვილ სახელს წაგართმევ
და „მიყიდეს“ გიწოდებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოხუცის დარიგებამატყუარას, ფლიდს და ორპირს ნუ გაიხდი თანამგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაგყვება გულში ჯავრად. ვიდრე ს...ნაძვის ხეონაძვის ხეო, ნაძვის ხეო, ლამაზო და მშვენიერო, როგორ მინდა შენს გარშემო ვიცეკვო და დავიმღერო! თბილ ოთახში მ...ახლოვდება გაზაფხულიახლოვდება გაზაფხული, ზამთარს წასვლა ეძნელება, სხივდაკრული სიხარული გაიშალა ენძელებად. დღემ საგრძნობლად მო...გაზაფხულიაგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში რომ დგას ასე ობლად, კენტად, გაზაფხულმა გააცოცხლა, ყვავილებით გადაპენტა. იამ გული...ტყის ზღაპარიპატარა ხეს დიდ ხემ უთხრა: „აღარა მსურს მე ხე მერქვას, ვინც არ გინდა, მესტუმრება და უგულოდ მაცლის მერქანს;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026