kids.ge logo

ნამცხვრის ცხობა

ფავორიტებში დამატება

ნამცხვარს აცხობენ თახვები,
ჯამ-ჭურჭელს ათახთახებენ,
დიდ ქვაბში ლერწმის ქოლგით,
მოჰყავთ გოგლი-მოგლი.
მერე კარაქს და ნაღებს
თაფლს უმატებენ და რძეს.
ფქვილსაც აფრქვევენ ბლომად,
სოდა, ვანილი ცოტა.
ორთქლზე ფუვდება ცომი,
ო, სადუმლოვ ცხობის.
კრემს ადუღებენ ქვაბით,
არ გადმოვიდეს ქაფი.

დახეთ სულწასულ თახვებს,
თან ილოკავენ თათებს.
დღესასწალი კვირის,
ცხვება ნამცხვარი ტკბილი.
ტბორი და ღელე მღერის,
სურნელს ისრუტავს ლელი.
დაპურებენ წავებს,
გაშლიან სუფრას მწვანეს.
მსუქან თაფლიან კვერებს
გაუგზაგზავნიან კვერნებს.
თითო ნაჭერი ნამცხვრის
და კიდევ ჩაი ცაცხვის,
ყველას შეხვდება, ვიცი,
ყველა შეირგებს სიცილს,
ილხენს და სხვასაც ალხენს,
ვინც დაეწვევა თახვებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ოლიკო და გაგულაოლიკო და გაგულა ფქვილში ამოგანგლულან, რძეს და კარაქს ადღვებილს, დაუმატეს ნაღები. გალოკილი თითებით სურთ, დ...ნაყინირძე, ნაღები, შაქარი_ ყველაფერი აქ არი. ავრიოთ და დავრიოთ, მაგრამ ჯერ არ დავლიოთ. დავაცალოთ გაყინვა, გაგვა...მოდელი წეროგრძელფეხება წეროს მოდელობა უნდა, თავზე ადევს წიგნი, როგორც თივის ბურდა. და სიარულს სწავლობს: ერთი! ორი! ს...საფრთხობელასაფრთხობელას მეძახიან, ფართა-ფურთს და ფართხოს, მაგრამ ჩემი ვიღას სჯერა _ ვეღარავის ვაფრთხობ. ვერ ვაშინებ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026