kids.ge logo

ნამცხვრის ცხობა

ფავორიტებში დამატება

ნამცხვარს აცხობენ თახვები,
ჯამ-ჭურჭელს ათახთახებენ,
დიდ ქვაბში ლერწმის ქოლგით,
მოჰყავთ გოგლი-მოგლი.
მერე კარაქს და ნაღებს
თაფლს უმატებენ და რძეს.
ფქვილსაც აფრქვევენ ბლომად,
სოდა, ვანილი ცოტა.
ორთქლზე ფუვდება ცომი,
ო, სადუმლოვ ცხობის.
კრემს ადუღებენ ქვაბით,
არ გადმოვიდეს ქაფი.

დახეთ სულწასულ თახვებს,
თან ილოკავენ თათებს.
დღესასწალი კვირის,
ცხვება ნამცხვარი ტკბილი.
ტბორი და ღელე მღერის,
სურნელს ისრუტავს ლელი.
დაპურებენ წავებს,
გაშლიან სუფრას მწვანეს.
მსუქან თაფლიან კვერებს
გაუგზაგზავნიან კვერნებს.
თითო ნაჭერი ნამცხვრის
და კიდევ ჩაი ცაცხვის,
ყველას შეხვდება, ვიცი,
ყველა შეირგებს სიცილს,
ილხენს და სხვასაც ალხენს,
ვინც დაეწვევა თახვებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სპლიყვს ამოჭრა ეშვებმამოუსვენრობს სპლიყვი, ცმუკავს, როგორც ციყვი. ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან _სპლიყვს ნუნები ექავება. დარ...ღორმუცელა დადაპაწაწინა მატლი დადა ალუბალში დაიბადა, მარტოობით როდი იწყენს, წევს და წრუპავს ალუბლის წვენს. ღორმუცელა ჩვე...ფაფაარ სჭირდება ბევრი ჯაფა, არც ხახვი და ცხელი ტაფა, ბურღულს რძიან ქვაბში ჩაყრი, ადუღებ და...აი, ფაფა!...დამაცადეთ!ჩხუბობს ელისაბედი: –დუ! დუ! დუ! დუ! და! და! ჯერ არ დაღამებულა, მაძინებენ ძალად! ბრაზობს ელისაბედი: – და! ...ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026